(no subject)

ფაქტია, რომ ხელისუფლებების ხრწნის, ავტორიტარულ რეჟიმებად ჩამოყალიბების და შემდგომ კი დამხობის უმთავრეს საფუძვლად მიიჩნევა სახელისუფლო ელიტის სიხარბე და კორუფცია.

კორუფცია არ ნიშნავს მხოლოდ ქრთამის აღების ფაქტის დაფიქსირებას. კორუფცია არის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გამოცემული საკანონმდებლო ნორმებით ან ქმედებით კონფლიქტში არიან ამომრჩევლებთან ან დამქირავებლებთან.

სისტემურია კორუფცია, როდესაც ქვედა ეშელონები იღებენ უკანონო შემოსავლებს და მის ნაწილს გადასცემენ ზემდგომ თანამდებობის პირებს. ასეთი ტიპის კორუფციას ადგილი ჰქონდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი კორუფციამ ელიტური/პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო, რაც გამოიხატა იმაში, რომ სახელმწიფო პოლიტიკური ელიტის მხრიდან დაუსაბუთებელი და უსამართლო რეგულაციებით ან მის გარეშე, მცირე და საშუალო მეწარმეების ტერორის, კერძო საკუთრების და ბიზნესის წართმევით ათიათასობით მეწარმეს აღეკვეთა თავისი გონებრივი და ფინანსური/ქონებრივი პოტენციალის  გამოყენების და მის საფუძველზე შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. მათი მისაღები შემოსავლები აკუმულირდა ერთეული მეწარმეების, ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიების ხელში. ამ შემთხვევაში მონოპოლიური საწარმოების მხრიდან ბიუჯეტის გადასახადების გადახდაზე სახემწიფო კონტროლის გაადვილებაზე აქცენტირება იყო მხოლოდ საბაბი, თუმცა რეალური მიზეზი იყო ის, რომ სახელისუფლებო ელიტამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქრთამის აღებას და სისტემური კორუფციის დაფიქსირებას არჩია მონოპოლიური საწარმოებისაგან წილების მიღება მათთვის დაუსაბუთებელი პრივილეგიების მინიჭების და სხვა დანარჩენი მოქალაქეების კანონიერი უფლებების შეზღუდვის, ტერორიზების და გაკოტრების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად უმთავრეს აუცილებლობას წარმოადგენდა საჯარო სამსახურების, მათ შორის სამართალდამცავი და მართლმსაჯულების განმხორციელებელი ორგანოების დაკომპლექტება ელიტის მორჩილი და დანაშაულის ჩადენაზე  მზაობით გამორჩეული უზნეო პერსონებით.

მოგვიანებით, როდესაც რიგით მოქალაქეებსა და ელიტას შორის სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ბალანსი იმდენად დისპროპორციული გახდა,  რომ პოლიტიკური პროტესტების კასკადი გამოიწვია, სააკაშვილის სახელისუფლებო ელიტამ სახელმწიფო ძალაუფლების და ძარცვის უფლების ვადის მაქსიმალურად პროლონგაციის მიზნებისათვის უკანონო რეპრესიებს მიმართა.

მასებზე აბსოლუტური კონტროლის დამყარების მიზნებისათვის ტოტალური ტერორიზების მექნიზმად გამოყენრბულ იქნა ისეთი სადისტური მეთოდები, როგორიცაა  ადამიანის უკანონოდ დაპატიმრება; წამება, ციხეებსა და რეგიონებში მოწყობილ ბუნკერებში ახალგაზრდა მამაკაცების გაუპატიურება და მომავალში შანტაჟის მიზნით ვიდეო ფირებზე ასახვა, კერძო საკუთრების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნა/შანტაჟი და სხვა. 

სააკაშვილის რეჟიმი სულ სამ სახის, ერთმანეთზე მიბმული სამართლებრივი ნორმებით იმყარებდა თავის პოზიციას.

1. ფაქტობრივად უმოქმედო იყო “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-4 (კანონის წინაშე ყველას თანასწორობა) და მე-5 (უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე) მუხლები და უკანონო და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიმღები მოხელეები არ ისჯებოდნენ.

2. სამოხლეო დანაშაულის იმ ცალკეული შემთხვევებისათვის, როდესაც დაზარალებული გაბედავდა და მიმართავდა პროკურატურას და მოითხოვდა საჯარო მოხელის დასჯას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გააუქმეს გამოძიების ვადების შესახებ ჩანაწერი და გამოძიება უვადო გახადეს. შესაბამისად, დანაშაულში მონაწილე მოხელე დაცული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გამოძიების უსასრულოდ გაჭიანურების მეთოდით.

3.სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს 336-ე მუხლი, რაც ითვალისწინებდა უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების ან განჩინების გამოცემის გამო მოსამართლის დასჯას ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გადაწყვეტილების უკანონოდ გამოცემის დეკრიმინალიზაციით, რაც მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ მოსვლია თავში, უზრუნველყვეს  დანაშაულის ჩამდენი მოსამართლეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და სასამართლო სისტემაში საქმიანობის გაგრძელება. შესაბამისად, ხელმიუწვდომელი გახადეს სამართლიანი სასამართლო.

რა თქმა უნდა,სააკაშვილის რეჟიმის მმართველობა იყო სადისტური და კორუფციული, რომლის პირობებშიც სახელმწიფო პოლიტიკური ელიტის კერძო ინტერესებზე დაფუძნებული  მონათმფლობელური სამართალი და მართლმსაჯულება მოქმედებდა, რასაც საერთო არაფერი ჰქონდა კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გარნტიებთან.

ფაქტია ისიც, რომ ნორმები, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლება იდგა, კვლავ მოქმედებაშია და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულობაზე დეკლარირებული გარანტიების პირობებშიც ბევრს უჩნდება განცდა, რომ “ისტორია მეორდება” რისკების აცილების უებარი საშუალება არის მხოლოდ ზემოაღნიშნული ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ოფიციალურად მოყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაცია  "დემოკრატიული და სამართლიანი საქართველო"

HUMAN RIGHTS PROTECTION ORGANIZATION  "DEMOCRATIC AND FAIR GEORGIA“

Georgia, Poti, 84king Tamari str. ident № 444547162. E-mail.  human. rights.df. georgia @gmail.com T. +995 555 296201, T/Fax+995 493 220091

NGO Branch United Nations Department of Economic and Social Affairs

http://esango.un.org/civilsociety/showProfileDetail.do?method=showProfileDetails&profileCode=633562

(no subject)

მეწარმეობის თავისუფლების და კერძო საკუთრების ხელყოფა უზრუნველყოფს კონკურენციის თავისუფლების შეზღუდვას და მონოპოლიურად მაღალი და დაუსაბუთებელი ფასებით ხალხის ძარცვას.

Collapse )

დაკანონებული კორუფციის და განუკითხაობის პრობლემა

რა თქმა უნდა, დაკანონებული კორუფციის და განუკითხაობის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომლის ფუნქცია არის ლიცენზიების მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურების ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება, მისივე რეგულირების და კონტროლის სფეროში შემავალი ენერგოკომპანიების დაფინანსებაზეა დამოუკიდებელი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. უფრო მეტიც, ე.წ. დამოუკიდებელი სემეკ-ის დაფინანსება/შემოსავლები პირდაპირპროპორციულია ენერგოკომპანიების შემოსავლებისა, რადგან “რეგულირების საფასურის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით - “რეგულირების საფასურის ოდენობა შეადგენს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტს”. Collapse )

(no subject)

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=739720012858996&id=117237101773960

სამეწარმეო თავისუფლების და კონკურენციის განვითარების, ადამიანების დასაქმების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარანტიების დაბლოკვის ერთ-ერთი მაგალითია სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც ელექროენერგიით სარგებლობის მსურველ მეწარმეებს აიძულებენ ასტრონომიული მოცულობის თანხის გადახდას ენერგო-პრო ჯორჯიას ან სხვა ენერგოკომპანიის სასარგებლოდ, რაც 416 000 ლარამდე ადის გამანაწილებელი ქსელის წერტილსა და მისაერთებელ ობიექტს შორის მანძილის მიუხედავად.

Collapse )

Скандального сенатора Джона Маккейна занесли во враги народа США

http://www.xx-centure.com.ua/archives/45272
Настоящие враги государственной безопасности США – это американские сенаторы Джон Маккейн, Линдси Грэм, их сторонники в конгрессе и такие ведущие СМИ, как The New York Times и The Washington Post, считает автор The Nation Стивен Коэн. Все они ведут кампанию против сотрудничества с Россией в борьбе с террористами в Сирии, предложенного Дональдом Трампом.

Collapse )

24.12.2016, 17:03

Дональд Трамп сообщил о своей позиции в решении сирийского вопроса

Трамп
Трамп подчеркнул, что Соединённые Штаты Америки, в период его нахождения на посту президента, будут бороться с террористической группировкой ИГИЛ, а не с законно избранным народом сирийским лидером Башаром Асадом.

http://eer.ru/a/article/u126409/2016/11/12/56105

კატასტროფისთვის განწირული „ნაციონალური მოძრაობის“ ლაინერის ბორტიდან ჯერ კაპიტანი მიშა, შემდ